ფეხბურთი

18:02 | 4.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ვულვზის" სარეკორდო ტრანსფერი

ინგლისურმა „ვულვერჰემპტონმა“ ლისაბონის „ბენფიკადან“ რაულ ხიმენესი გამოისყიდა. როგორც „მგლების“ ვებგვერდი იტყობინება, მექსიკელმა ფეხბურთელმა კონტრაქტი 2023 წლამდე გააფორმა.

ტრანსფერის ღირებულებამ 30 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა, რაც „ვულვზის“ ისტორიაში სარეკორდი თანხაა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ხიმენესი ინგლისურმა გუნდმა გასულ ზაფხულს ლისაბონელებიდან იჯარით გადაიბირა. მიმდინარე სეზონში მექსიკელმა ფორვარდმა 37 თამაშში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე პასი მიითვალა.

Loading...
სტატისტიკა
0.236109