ფეხბურთი

18:48 | 2.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

როგორი იქნება ახალი "სანტიაგო ბერნაბეუ?" (+VIDEO)

მადრიდის "რეალს" სულ მალე ახალი საშინაო არენა ექნება. ფლორენტინო პერესმა ესპანეთის დედაქალაქის მერ მანუელა კარმენასთან ერთად მედიის წარმომადგენლების წინაშე "სანტიაგო ბერნაბეუზე" რეკოსნტრუქციის პროექტი წარადგინა.

"რეალისთვის" არ არსებობს შეუძლებლის შესაძლებლად გადაქცევის შიში. ეს იქნება ყველა დროის საუკეთესო სტადიონი, ყველაზე კომფორტული და ახალი ტექნოლოგიებით გულშემატკივრები ყოველ თამაშზე სიამოვნებას მიიღებენ. ეს ჩვენთვის დიდი შანსია და ეს იქნება 21-ე საუკუნის ათვლის წერტილი, გუნდის შემოსავლის წყაროც.

ეს გზა 2009 წელს დავიწყეთ, რაც ადვილი არ ყოფილა. მომავალ კვირას ჩვენ ხელს მოვაწერთ დაფინანსების ხელშეკრულებას და აპრილში პროექტი გადაეცემა ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიას, რომ სამუშაოები, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს“, - თქვა პერესმა სტადიონის წარდგენისას.

"ეს "რეალისა" და ქალაქის მომავლის ერთ-ერთი პროექტია", - აღნიშნა მანუელა კარმენამ.

განახლებული "სანტიაგო ბერნაბეუ" "რეალის" განკარგულებაში 3.5 წელიწადში იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103551