ფეხბურთი

17:29 | 30.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსელომ გადაიფიქრა

მადრიდის „რეალის“ მცველი მარსელო ზაფხულში გუნდის შეცვლას არ აპირებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნებამ ბრაზილიელისთვის ყველაფერი რადიკალურად შეცვალა.

მარსელო, რომელიც იქამდე ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდა და „იუვენტუსში“ გადასვლაც გადაწყვეტილი ჰქონდა, ახლა კონტრაქტის ამოწურვამდე „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დარჩენას აპირებს. ხელშეკრულება კი 2022 წლის 30 ივნისს იწურება.

შეგახსენებთ, რომ სანტიაგო სოლარი მარსელოს არ ენდობოდა და მას ძირითად შემადგენლობაში არ ათამაშებდა. თუმცა, ზიდანისთვის ბრაზილიელი ძველებურად მნიშვნელოვანი ფიგურაა და შედეგად, სამხრეთ ამერიკელმა „რეალის“ დატოვებაც გადაიფიქრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109465