ფეხბურთი

23:13 | 29.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი "რეალს" უახლოვდება

ფრანკფურტის „აინტრახტის“ ამომავალი ვარსკვლავი ლუკა იოვიჩი მადრიდის „რეალს“ უახლოვდება. სერბი ფეხბურთელის შეძენით კატალონიის „ბარსელონაცაა“ დაინტრესებული, თუმცა მისი აგენტი „სამეფო კლუბის“ წარმომადგენლებს შეხვდა და ყველა საკითხი შეათანხმა.

As-ის ინფორმაციით, თითქმის გადაწყვეტილია, რომ 21 წლის ფეხბურთელი კარიერას მადრიდულ გრანდში გააგრძელებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში იოვიჩმა 36 თამაშში 22 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა. მისი სატრანსფერო ღირებულება დღევანდელი მონაცემებით 55 მილიონ ევროს უტოლდება.

სტატისტიკა
0.270569