ფეხბურთი

19:40 | 27.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო შესაძლოა საფრანგეთში აღმოჩნდეს

ჟოზე მოურინიო ზაფხულიდან სამწვრთნელო ასპარეზზე დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ პორტუგალიელმა სპეციალისტმა აქამდეც არაერთხელ ისაუბრა.

L’Equipe-ს ცნობით, „განსაკუთრებულმა“ შესაძლოა საფრანგეთში მონახოს ახალი სამსახური. დასახელდა ორი ვარიანტი - „მონაკო“ და „ლიონი“.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მოურინიომ ერთ-ერთ ინტერვიუში ასეთი კომენტარი გააკეთა: „მინდა მეხუთე ჩემპიონატი მოვიგო“.

აქამდე, ჟოზე ინგლისის, ესპანეთის, იტალიისა და პორტუგალიის ჩემპიონის ტიტული აქვს მოპოვებული. მისი კომენტარიდან გამომდინარე კი, ხსენებული ქვეყნებში მუშაობა ამ ეტაპზე გამორიცხულია. აქედან გამომდინარე სულაც არაა გამორიცხული, რომ სწორედ საფრანგეთში დასაქმდეს, სადაც აქამდე არასდროს უმუშავის.

შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო ბოლოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცის პოსტზე მუშაობდა, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

Loading...
სტატისტიკა
1 ლიგა - ტური 33
  • 20 აპრილი, 2019
  • დიჟონი - რენი
  • გენგამი - მარსელი
  • ლიონი - ანჟერი
  • ნანტი - ამიენი
  • ნიცა - კაენი
  • ნიმი - ბორდო
  • რეიმსი - სტ. ეტიენი
  • სტრასბური - მონპელიე
  • ტულუზა - ლილი
  • 21 აპრილი, 2019
  • პსჟ - მონაკო
1 ლიგა - ტური 34
  • 28 აპრილი, 2019
  • ამიენი - სტრასბური
  • ანჟერი - რეიმსი
  • ბორდო - ლიონი
  • კაენი - დიჟონი
  • ლილი - ნიმი
  • მარსელი - ნანტი
  • მონპელიე - პსჟ
  • ნიცა - გენგამი
  • რენი - მონაკო
  • სტ. ეტიენი - ტულუზა
0.300776