ფეხბურთი

19:17 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლეგენდარულ "სან სიროს" დემონტაჟი ემუქრება

იტალიური ფეხბურთის გრანდები „მილანი“ და „ინტერი“ ახალი სტადიონის მშენებლობის იდეას იზიარებენ. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, სტადიონის აშენება „მილანის“ იდეა იყო, რომელიც უკვე „ინტერმაც“ გაიზიარა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, „როსონერის“ ხელმძრვანელობა იმდოვნებს, რომ ახალ სტადიონზე თამაში 2022-2023 წლების სეზონიდან შესაძლებელი იქნება. არენის ტევადობისა და ფინანსური ხარჯების შესახებ ამ დროისთვის ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ლეგენდარული „სან სირო“ კი დანგრევის საფრთხის ქვეშაა. იმ შემთხვევაში თუ მილანური გრანდები ახალი სტადიონის აგებას საბოლოოდ გადაწყვეტენ, „სან სირო“ მთლიანად მილანის მერიის განკარგულებაში გადავა. მოვლენების ასეთ შემთხვევაში კი, ლეგენდარული არენის დემონტაჟი გარდაუვალი იქნება.

Loading...
სტატისტიკა
0.256475