ფეხბურთი

0:59 | 26.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ დაშავდა (+VIDEO)

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია. პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩის 31-ე წუთზე, კრიშტიანუმ უწყინარ სიტუაციაში ბარძაყის კუნთი დაიზიანა და შეცვლა მოითხოვა.

ჯერჯერობით უცნობაი დაზიანების ხარისხი. კრიშტიანუს მტკივან მარჯვენა ფეხზე გამოკვლევა ჩაუტარდება, რის შემდგომაც გახდება ნათელი რეალური სურათი.

თუმცა, იტალიური მედია უკვე პესიმისტურ ცნობებზე წერს. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტების წერენ, კრიშტიანუ დიდი ალბათობით „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ დაპირისპირებას, რომელიც 10 აპრილს გაიმართება, გამოტოვებს.

Loading...
სტატისტიკა
0.249389