ფეხბურთი

15:17 | 25.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი გმირი - The Sun-ი ჯანო ანანიძის შესახებ

„ქართველი გმირი“ - ბრიტანული გამოცემა The Sun-ი ჯანო ანანიძეს ასე ახასიათებს. საქართველოსა და შვეიცარიის მატჩის 24-ე წუთზე ფაბიან შარი ჯიმი ტაბიძესთან შეჯახების შედეგად მოედანზე უგონოდ დაეცა და ჯანომ მართლაც გამოიჩინა გმირობა.

სანამ დანარჩენები თამაშს აგრძელებდნენ, ანანიძე შვეიცარიელთან უმალვე მივიდა და ენა დაუჭირა, რამაც „ნიუკასლის“ მცველი კატასტროფისგან იხსნა. სწორედ ამის გამო ქართველი ბრიტანული მედიის ყურადღების ქვეშ მოხვდა.

აქვე გეტყვით, რომ მომხდარზე თავად ფაბიან შარიმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არაფერი ახსოვს.

„გმირი საქართველოდან, რომელიც დაეხმარა შარის და ენა ხელით დაუჭირა, რომ არ გადაეყლაპა. „ნიუკასლის“ ფეხბურთელმა აღიარა, რომ გონების დაკარგვის შემდეგ არაფერი ახსოვდა“, - წერს The Sun-ი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110714