ფეხბურთი

21:20 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერი" მაგუაირში სოლიდურ თანხას იხდის

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ინგლისის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის“ მცველის, ჰარი მაგუარის გადაბირებას გეგმავს. Mnachester Evening News-ის ცნობით, „მანკუნიანელები“ მზად არიან 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სოლიდური თანხა გაიღონ.

როგორც ცნობილი გახდა, ტრანსფერის ინიციატორი ოლე გუნარ სულშერი ყოფილა, ხოლო „წითელი ეშმაკები“ 65 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდას გეგმავენ.

ჰარი მაგუაირი „ბარნსლის“ აკადემიის აღზრდილია, შემდეგ „ჰალ სიტიში“ თამაშობდა, ხოლო „ლესტერში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. „მელიების“ ღირსება ინგლისელმა 71-ჯერ დაიცვა, 5 გოლი გაიტანა და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.

0.102649