ფეხბურთი

0:53 | 23.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მსაჯი მომიახლოვდა და მითხრა, რომ თამაშს მანამდე არ დაამთავრებდა, სანამ ბურთს არ შევეხებოდი"

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ალებრტო აკვილანიმ სერია A-ში დებიუტი გაიხსენა და საინტერესო ისტორია გაასაჯაროვა. ვეტერან ფეხბურთელს „რომასა“ და იტალიის ჩემპიონატში დებიუტი 2003 წელს, 19 წლის ასაკში ჰქონდა.

აკვილანის განცხადებით, მისთვის ძნელია დაივიწყოს იმ თამაშის მთავარი მსაჯის ტიციანო პიერის ჟესტი, რომელიც მას იმ მომენტში ძალიან დაეხმარა:

„ჩემი დებიუტი სერია A-ში. „რომა“ – „ტორინო“, 2003 წლის 10 მაისი. 3:1 ვიგებდით კასანოს დუბლითა და დე როსის გოლით. თამაშის დასრულებამდე ძალიან ცოტა რჩებოდა და კაპელომ მითხრა: გამოიცვალე, მოედანზე შედიხარ.

არ მქონდა დრო ემოციებითვის, რომ წარმომადგენა ის ოცნებები, რაც ბავშვობაში მქონდა. ემერსონი შეცვალე და „ოლმპიკოზე“ შევაბიჯე.

მოედანზე მსაჯის კომპენსირებულ დროში შევედი და ბურთს არც შევხებივარ. ამ დროს მსაჯი პიერი მომიახლოვდა და მითხრა, რომ თამაშს მანამდე არ დაასრულებდა, სანამ ბურთს არ შევეხებოდი. წუთნახევრის შემდეგ ბურთს შევეხე და მალე საფინალო სასტვენიც გაისმა.

ძნელია დაივიწყო მსგავსი ჟესტი. შეუძლებელია დაივიწყო ეს დღე“, - დაწერა აკვილანიმ.

ალბერტო აკვილანის სერია A-ში „რომას“ გარდა „იუვენტუსის“, „მილანის“, „ფიორენტინას“, „პესკარასა“ და „სასუოლოს“ მაისურით უთამაშია. გასული სეზონი კი ესპანურ „ლას პალმასში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111137