ფეხბურთი

19:04 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ დისკვალიფიკაციას გადაურჩა. მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ნაჩვენებ უხამს ჟესტზე უეფას სადისციპლინო კომიტეტმა დღეს იმსჯელა და პორტუგალიელი მხოლოდ ფინანსურად დააჯარიმა.

მანამდე, იგივე ჟესტისთვის დიეგო სიმეონე 20 ათასი ევროთი დააჯარიმეს და კრიშტიანუსაც ანალოგიური სასჯელი გამოუტანეს. შედეგად, რონალდუ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში თამაშს მოახერხებს.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ 10 და 16 აპრილს, ამსტერდამის „აიაქსს“ დაუპირისპირდება.

0.117484