ფეხბურთი

17:47 | 21.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" რიშარლისონის დამატებას გეგმავს

იტალიური „მილანი“ ლივერპულის „ევერტონის“ თავდამსხმელ რიშარლისონის ტრანსფერზე მუშაობს. Milan News-ის ინფორმაციით, ლომბარდიელებმა ინგლისურ გუნდს ოფიციალური წინადადებით უკვე მიმართეს.

„როსონერი“ მზადაა ბრაზილიელის სანაცვლოდ 65 მილიონი ევრო გადაიხადოს, თუმცა, ამისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა სჭირდება.

რიშარლისონი „ევერტონის“ ღირსებას 2018 წლის ზაფხულიდან იცავს და მიმდინარე სეზონში 32 მატჩში 13 გოლი გაიტანა. ბრაზილიის ნაკრებში 21 წლის შემტევს 6-ჯერ უთამაშია და თავი სამჯერ გამოიჩინა.

Loading...
სტატისტიკა
0.236444