ფეხბურთი

0:35 | 20.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარი "რეალზე" არ ფიქრობს

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მადრიდის „რეალში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს აკეთებს. ბელგიელი ფეხბურთელის განცხადებით, ამჟამად მთლიანად სეზონის ფინალურ ნაწილზეა კონცენტრირებული და არ ფიქრობს იმაზე, რა მოხდება ზაფხულში.

„რეალი“? ახლა ორი მნიშვნელოვანი თვე მელოდება „ჩელსიში“. შეგვიძლია მოვიგოთ ევროპა ლიგა და პრემერლიგის შევიდეთ ოთხეულში, რადგან ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა გვინდა. ჩემი ფიქრები ახლა მხოლოდ ამას უკავშირდება და არა იმას, რა შეიძლება მოხდეს 2-3 თვეში“, - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 11-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116746