ფეხბურთი

19:07 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა-დე ხეას ბარტერი?

მადრიდის „რეალისა“ და ტიბო კურტუას ურთიერთობა შესაძლოა ზაფხულში დასრულდეს. Sun-ის ინფორმაციით, „სამეფო კლუბში“ ბელგიელი კიპერის გარჯით კმაყოფილნი არ არიან. საინტერესოა, რომ კურტუას ქომაგებიც აკრიტიკებენ.

ზინედინ ზიდანმა კი, „სელტასთან“ ძირითადში კეილორ ნავასი გაამწესა და ტიბოს თადარიგში მოუწია დარჩენა. დიდი შანსია, რომ კურტუამ სასტარტო შემადგებლობაში ადგილი ვეღარც დაიბრუნოს.

ბრიტანული გამოცემა წერს, რომ ზაფხულში მადრიდელები „მანჩესტერთან“ დავიდ დე ხეასა დაკურტუას ბარტერზე დაიწყებენ მუშაობას. თუმცა, ბელგიელს „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვება არ სურს, მაგრამ თუ სხვა გზა არ ექნება, მაშინ პსჟ-ს ვარიანტი ხიბლავს.

რაც შეეხება დე ხეას, „რეალი“ დიდი ხანია ცდილობს მის გადაბირებას, თუმცა, „იუნაიტედი“ ესპანელი ლიდერის შენარჩუნებას ამ დრომდე ახერხებს.

0.118018