ფეხბურთი

22:15 | 18.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სუარესი დაშავდა

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლუის სუარესი ტრავმირებულია. ურუგვაელმა ტრავმა „ბეტისთან“ შეხვედრის მიწურულს მიიღო და როგორც „ბლაუგრანას“ ვებგვერდი იტყობინება, 10-15დღე იუქმებს.

შედეგად, კოჭის დაზიანების გამო სუარესი სანაკრებო შეკრებას გამოტოვებს. სამაგიეროდ, „ბარსელონას“ მისი დასრულების შემდეგ დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „ბარსამ“ ლა ლიგის ბოლო ტურში ლიონელ მესის შესანიშნავი თამაშის წყალობით სევილიის „ბეტისს“ 4:1 აჯობა და „ატლეტიკოსთან“ უპირატესობა 3 ქულით გაზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110127