ფეხბურთი

21:20 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

იკერი რჩება

პორტუგალიური „პორტუ“ ლეგენდარულ ესპანელ მეკარე იკერ კასილიასს ახალ კონტრაქტს სთავაზობს. Marca-ს ცნობით, იკერი „დრაკონებთან“ ხელშკერულებას 1 წლით გაახანგრძლივებს.

კასილიასს მოქმედი კონტრაქტი „პორტუსთან“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება. აქამდე, ვარაუდობდნენ, რომ ესპანელი კარიერას MLS-ში გააგრძელებდა, თუმცა პორტუგალიურ გრანდში 37 წლის კარის დარაჯის გარჯით კმაყოფილინი არიან.

მიმდინარე სეზონში კასილიასმა „პორტუს“ ღირსება ყველა ტურნირის ჩათვლით 34 მატჩში დაიცვა. აღსანიშნავია, რომ „დრაკონები“ პორტუგალიის ჩემპიონატშიც წარმატებით თამაშობენ და ჩემპიონთა ლიგაზეც.

0.113887