ფეხბურთი

16:46 | 16.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანის პრიორიტეტი ძანიოლოა

მადრიდის „რეალი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ნიკოლო ძანიოლოს შეძენას ეცდება. Corriere Dello Sport-ის ცნობით, ზინედინ ზიდანის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ნიჭიერი იტალიელი ფეხბურთელია.

წყაროს თანახმად, „სამეფო კლუბი“ მზადაა „რომას“ 19 წლის შემტევის სანაცვლოდ სოლიდური თანხა, 60 მილიონი ევრო გადაუხადოს.

აღსანიშნავია, რომ იტალიელს „რეალის“ გარდა პსჟ, „მანჩესტერ სიტი“, „ბარსელონა“ და „იუვენტუსიც“ აკვირდებიან.

მიმდინარე სეზონში ნიკოლო ძანიოლომ 27 თამაში ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118484