ფეხბურთი

23:52 | 15.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი კმაყოფილია

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრა დადებითად შეაფასა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, პორტუგალიურ გუნდს კარგად იცნობენ.

„რა უნდა ვთქვა? ეს არის „პორტუ“, რომელთანაც შარშან ვითამაშეთ და კარგად ვიცით, როგორ დავუპირისპირდეთ. გასულ წელს ჩვენ მათთან მაღალი ხარისხი და ძლიერი ხასიათი ვაჩვენეთ“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მერვედფინალში „ლივერპულმა“ „პორტუ“ სტუმრად 5:0 გაანადგურა, ხოლო შინ უგოლოდ დაუზავდა. ამჯერად პირველი მატჩი „ენფილდ როუდზე“ 9 აპრილს, ხოლო საპასუხო „დრაგაუზე“ 17 აპრილს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111439