ფეხბურთი

0:40 | 12.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "მინდა "რეალი" იქ დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია"
"რონალდუს დაბრუნება? ახლა ამაზე საუბრის დრო არაა"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კლუბში დაბრუნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, მას სხვა წინადადებებიც ჰქონდა, მაგრამ „რეალის“ გარდა სხვა გუნდში მუშაობა არ სურდა.

ზიდანმა კრიშტიანუ რონალდუს შესაძლო დაბრუნებაზეც გააკეთა კომენტარი:

„აქ დავბრუნდი, რადგან პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისთვის უარის თქმა არ შემეძლო და არც „რეალისთვის“. მერამდენიმე წინადადება უარვყავი და ახლააქ ვარ. მხოლოდ ლა ლიგის შემდეგ მატჩებზე ვფიქრობ. ეს ყველასთვის განსაკუთრებულია, ძალიან ბედნიერი ვარ სახლში დაბრუნებით. მინდა, „რეალი“ იმ სიმაღლეზე დავაბრუნო, როგორსაც იმსახურებს. ხვალიდან მუშაობას ვიწყებთ.

გუნდი დავტოვე იმიტომ, რომ ეს მე მჭირდებოდა, ხოლო გუნდს ცვლილებები იმ გამარჯვებების შემდეგ. მქონდა სხვა ვარიანტებიც, მაგრამ სხვა გუნდში წასვლა არ მინდოდა. ახლა კი, მინდა სამწვრთნელო საქმიანობას დავუბრუნდე და ეს 9 თვე ავინაზღაუროთ.

რონალდუს დაბრუნება? ეს არ არის შესაბამისი თემა. ყველამ კარგად იცის კრიშტიანუმ ამ გუნდისთვის რაც გააკეთა, მაგრამ ახლა მასზე სალაპარაკოდ მომენტი შესაფერისი მომენტი არაა“, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანი „რეალს“ მაისის შემდეგ დღეს დაუბრუნდა და კონტრაქტი 2022 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.

სტატისტიკა
0.265813