ფეხბურთი

18:54 | 7.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე დისკვალიფიკაციას გადაურჩა

მადრიდის „ატლეტიკოს“ მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე ჩემპიონთა ლიგაზე დისკვალიფიკაციას გადაურჩა. უეფას სადისციპლინო კომიტეტმა არგენტინელი სპეციალისტის უხამს ჟესტზე იმსჯელა და მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრა.

სიმეონეს 20 ათასი ევროს ოდენობს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ხოლო „იუვენტუსთან“ საპასუხო შეხვედრაში სათადარიგო სკამზე იქნება და გუნდს ჩვეულებრივ უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო სიმეონემ „იუვესთან“ პირველ თამაშში საკუთარი გუნდის გატანილი გოლი უხამსი ჟესტით აღნიშნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113732