ფეხბურთი

20:08 | 6.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ფეიენოორდი" იააპ სტამს ჩააბარეს

ახლო წარსულში ცნობილი ჰოლანდიელი ფეხბურთელი იააპ სტამი ზაფხულიდან როტერდამის „ფეიენოორდს“ ჩაიბარებს. როგორც ჰოლანდიური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სტამთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

ხელშერკულება ძალაში მიმდინარე წლის 1 ივნისიდან შევა და ამ დღიდან შეუდგება სტამი თავისი მოვალეობის შესრულებას.

46 წლის სპეციალისტი ჯოვანი ვან ბრონხორსტს შეცვლის, რომელმაც იანვარში დააანონსა „ფეიენოორდიდან“ წასვლა.

სტამი ამჟამად „ზვოლეს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობს, ხოლო იქამდე „რედინგსაც“ ავარჯიშებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.486947