ფეხბურთი

21:10 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოდრიჩი: "რონალდუს შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია"

მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ამსტერდამის „აიაქსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, კრიშტიანუ რონალდუს გარეშე თამაში რთულია, რადგან მისი შეცვლა შეუძლებელია.

„კრიშტიანუ რონალდუს შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. სეზონში 50 გოლს იტანდა. ყველა შემთხვევაში, კრიშტიანუ აქ აღარაა და არ შეიძლება 10 წელი ვიდარდოთ. გუნდმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო.

„ელ კლასიკო“? როდესაც ზედიზედ ორ შეხვედრას შენს ყველაზე ცუდ მეტოქესთან აგებ, რა თქმა უნდა, კარგი არაა. ახლა ჩვენ კიდევ ერთი თამაში გვაქვს და უნდა დავივიწყოთ ის, რაც მოხდა. ჩემს მომავალს ისე აქ ვხედავ. ბეილი? გარეთი კარგადაა, ყველა ფეხბურთელს აქვს პერიოდი, როცა კარგად თამაშობს ან პირიქით, ეს მეც დამმართნია. არ უნდა დავივიწყოთ გარეთმა ამ გუნდისთვის რაც აქამდე გააკეთა.

ვინისუისი? - დიდი სისწრაფე შეგვძინა. ის ძალიან სწრაფია, დიდი ტალანტია და მოტივირებულია. გუნდს კარგად შეეწყო და ასე უნდა გააგრძელოს. ჩვენ აქ ვართ და ვეხმარბეით პროგრესში. მომავალში „რეალისთვის“ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდება.

„აიაქსი“? - შინ და გარეთ ერთნაირი სტილით თამაშობს და მადრიდშიც ასეთივე იდეებით ჩამოდიან. დასაკარგიც არაფერი აქვთ და რთული მატჩი გველოდება. მოთმინება უნდა გავიჩინოთ და გუნდურად ვითამაშოთ“, - განაცხადა მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „აიაქსის“ პირველი მატჩი ესპანელებმა 2:1 მოიგეს, ხოლო საპასუხო დაპირისპირება სამშაბათს, მადრიდში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106827