ფეხბურთი

14:33 | 2.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

"დილამ" ნიგერიელი შემტევი გაიფორმა

გორის „დილამ“ ნიგერიელი ფეხბურთელი ჯაკობ ნჯოკუ გაიფორმა. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, ნიგერიელ ფეხბურთელთან ერთწლიანი ხელშეკრულება გაფორმდა.

21 წლის ნჯოკუ შემტევი ნახევარმცველია და მთელი კარიერა ისრაელში აქვს გატარებული.

ბოლოს კი „აპოელ რამათის“ ღირსებას იცავდა, რომლის რიგებშიც ჩატარებულ 32 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110293