ფეხბურთი

21:07 | 26.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგაძემ "ვორსკლასთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა

ქართველი მცველი ანდრო გიორგაძე პოლტავას „ვორსკლაში“ რჩება. როგორც უკრაინული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელმა კონტრაქტი 2019-2020 წლის სეზონის ბოლომდე გააგრძელა.

გიორგაძე „ვორსკლაში“ 2017 წლის ზაფხულში მარტვილის „მერანიდან“ გადავიდა. თუმცა, გუნდის ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად დამკვიდრება დღემდე ვერ მოახერხა.

გიორგაძემ პოლტაველთა რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 14 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11505