ფეხბურთი

22:30 | 25.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვინისიუსი: "მესის არავის ეშინია!"

მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ მიმდინარე კვირაში ორჯერ დაუპირისპირდებიან. ორივე თამაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. პირველი სამეფო თასზე, მეორე - ლა ლიგაში.

„ბლანკოსის“ ბრაზილიელ შემტევ ვინისიუს ჟუნიორს კი, ლიონელ მესი არ აშინებს:

„მესი წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაგრამ მისი არავის ეშინია. „რეალსაც“ ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები“, - განაცხადა ვინისიუსმა.

შეგახსენებთ, რომ „რეალისა“ და „ბარსელონას“ შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება სამეფო თასის ეგიდით, ხოლო 2 მარტს, გუნდები ერთმანეთს ლა ლიგაში შეხვდებიან.

Loading...
სტატისტიკა
0.239944