ფეხბურთი

14:50 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-სა და "სიტის" დისკვალიფიკაცია ემუქრებათ

ინგლისური „მანჩესტერ სიტი“ და ფრნაგული „პარი სენ ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის დამდეგი სეზონში შესაძლოა არ დაუშვან. როგორც ცნობილი ხდება, უეფა ორივე გუნდის მიმართებაში გამოძიებას დაიწყებს.

შედეგად, პსჟ და „სიტი“ სამართლიანი პრინციპის თამაშის დაცვის მიზნით იძულებული გახდებიან ძვირადღირებული ფეხბურთელები გაასხვისონ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგიდან დისკვალიფიკაცია დაემუქრებათ.

გარდა ამისა, ორივე გუნდი შემოწმდება 18 წლამდე ასაკის ფეხბურთელების ტრანსფერებთან დაკავშირებით და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სატრანსფერო ბანიც დაედებათ.

სხვათა შორის, უეფამ ხსენებული სანქცია ლონდონის „ჩელსის“ უკვე დააკისრა, რომელიც ახალ ფეხბურთელებს 2020 წლის ზაფხულამდე ვერ დაიმატებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111997