ფეხბურთი

17:57 | 19.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ოთხთა ფინალი - ესპანეთის სუპერთასზე ფორმატი იცვლება

ესპანეთის სუპერთასის გათამაშებსი ფორმატი შესაძლოა შეიცვალოს. როგორც ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა განაცხადა, სუპერთასი 4-გუნდიანი უნდა გახდეს.

ახალი ფორმატის თანახმად, ესპანეთის სუპერთასზე, 4 გუნდი (სამეფო თასის ფინალისტები და ჩემპიონატის მოწინავე ორი გუნდი) ითამაშებენ. ტურნირზე ნახევარფინალი და ფინალი ჩატარედება 5 დღის ინტერვალით. რუბიალესი მიიჩნევს, რომ ეს ფორმატი გაცილებით მიმზიდველი და საინტერესო იქნება გულშემატკივრებისთვის.

სავარაუდოდ, ესპანეთის სუპერთასზე "ოთხთა ფინალი" 2019-2020 წლების სეზონიდან ამოქმედდება.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერთასი ამჟამად მოქმედ ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის ორმატჩიან დუელში თამაშდება.

0.106438