ფეხბურთი

21:49 | 18.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნანი MLS-ში ითამაშებს

პორტუგალიელი ფეხბურთელი ლუიშ ნანი კარიერას MLS-ის ბინადარ „ორლანდო სიტიში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ამერიკული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

32 წლის ნანი ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდა და სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ნანიმ „სპორტინგის“ მაისურით 18 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა. პორტუგალიელს სხვადასხვა დროს „მანჩესტერში“, „ფენერბახჩეში“, „ვალენსიასა“ და „ლაციოშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112426