ქართველი ლეგიონერები

14:23 | 13.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქუთათელაძე კიევის "დინამოში" გადავიდა

ქართველი ფეხბურთელი ნიკოლოზ ქუთათელაძე კარიერას კიევის „დინამოში“ გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას Transfermarkt-ი ავრცელებს. ხელშეკრულების ხანგრძლივობა და პირობები, ჯერჯერობით უცნობია.

17 წლის ფორვარდი აქამდე პსჟ-ს აკადემიაში ირიცხებოდა, საიდანაც მახაჩყალის „ანჟიში“ გადავიდა, მაგრამ რუსულ გუნდში წარმოქმნილი ფინანსური პრობლემების გამო მისი დაოტვება მალევე მოუწია.

„ანჟის“ ახალი ფეხბურთელების რეგისტრაცია აეკრძალა და როგორც ჩანს, ამიტომ, ქუთათელაძის გასხვისება მოუწია.

როგორც უკრაინული მედია წერს, ქუთათალეძემ კიევის „დინამოს“ 21-წლამდე გუნდში ყაზახური „ტობოლის“ წინააღმდეგ ჩატარებულ სპარინგში ითამაშა.

0.152039