ფეხბურთი

20:50 | 11.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარსელო: "იუვენტუსი" დიდებული გუნდია"

მადრიდის „რეალის“ მცველ მარსელოს „იუვენტუსთან“ ლამის ყოველდღე აკავშირებენ. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამ საკითხზე Esporte Interativo-სთან ინტერვიუში გააკეთა კომენტარი.

სამხრეთ ამერიკელის განცხადებით, „იუვე“ დიდი გუნდია, მაგრამ „რეალთან“ კონტრაქტი აკავშირებს.

„იუვენტუსი“ დიდებული გუნდია შესანიშნავი ისტორიით. ნედვედის თამაშებს ვუყურებდი, მემდეგ კი მას მაისურიც გავუცვალე. თუმცა, ამ ეტაპზე „რეალთან“ კონტრაქტი მაკავშირებს და ეს გუნდი მიყვარს“, - განაცხადა მარსელომ.

შეგახსენებთ, რომ მარსელო „სამეფო კლუბში“ 2007 წლიდან თამაშობს და მოქმედი კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ბოლო პერიოდში 30 წლის ბრაზილიელს „იუვენტუსთან“ აქტიურად აკავშირებენ და ამის მთავარი მიზეზი კრიშტიანუ რონალდუა.

გავრცელებული ცნობით, მარსელოს პორტუგალიელ მეგობართან ერთად თამაში უნდა და ზაფხულში „რეალის“ დატოვებას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11817