ფეხბურთი

17:57 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენატია: "რატომ ყატარი? მინდა, ჩემი შვილები ისლამურ გარემოში გაიზარდონ"

მაროკოს ნაკრების კაპიტანი მეჰდი ბენატია ტურინის „იუვენტუსიდან“ ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გადავიდა. ბევრისთვის ეს მოულოდნელი გადაწყვეტილება იყო, რადგან აფრიკელი მხოლოდ 31 წლისაა და კარგ ფორმაშიც იმყოფებოდა.

თუმცა, მეჰდიმ ახალ გუნდში წარდგენისას მთავარი მიზეზი დაასახელა, რის გამოც „ალ-დუჰაილის“ წინადადება მიიღო.

„ვფიქრობ, ჩემი არჩევანი პატივისცემას იმსახურებს, რადგან ეს ჩემი ოჯახისთვის სწორ ნაბიჯად მიმაჩნია. მინდა, რომ ჩემი შვილები ისლამურ გარემოში გაიზარდონ. მოლაპარაკებები დიდ ხანს გრძლედებოდა და წარმატებით დასრულდა.

მე ვითამაშე ისეთ დიდ გუნდებში, როგორებიც „რომა“, „ბაიერნი“ და „იუვენტუსია“, ბევრი ტიტული მოვიგე, ახლა სხვა მიზნები მაქვს. ვფიქრობ, აზიის ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია.

დიახ, როგორც იცით, ტურინში ბევრი მეგობარი დავტოვე. განსაკუთრებით მატუიდი და პიანიჩი. რონალდუ? დამშვიდდით, 40 წლამდე თავისუფლად ითამაშებს, ვულოცავ დაბადების დღეს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავა“, - განაცხადა ბენატიამ.

ბენატიამ „ალ-დუჰაილთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და სეზონში ანაზღაურების სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს. მაროკოელს აქამდე მხოლოდ ევროპაში, „ტურის“, „ლორიენის“, „კლერმონის“, „უდინეზეს“, „რომას“, „ბაიერნისა“ და „იუვენტუსის“ რიგებში უთამაშია.

0.14867