ფეხბურთი

13:23 | 6.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" ქობულეთის " შუქურას" 5:1 მოუგო

ბათუმის „დინამომ“ ახალი სეზონის დაწყებამდე მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ანგისას ბაზაზე ქობულეთის „შუქურას“ დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

ანგარიში პირველ ტაიმში „შუქურამ“ გახსნა, თუმცა მეორე ტაიმში 5 უპასუხო გოლი მიიღო. აჭარული გუნდის რიგებში დებიუტი გოლით აღნიშნა რომან ჭანტურიამ, დანარჩენი გოლები კი რატი ციცკრიალაშვილმა, ვაკო თევდორაძემ, მათე კვირკვიამ, და ბექა ვარსანიზემ გაიტანეს.

აქვე გეტყვით, რომ „დინამო“ დღეს თურქეთში მიემგზავრება, სადაც ორკვირან შეკრებას გაივლის და ხუთ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115175