ფეხბურთი

23:40 | 5.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ელ კლასიკოსთვის" მზადაა

ლიონელ მესი „ელ კლასიკოსთვის“ კატალონიის „ბარსელონას“ განაცხადშია. გამოდის, რომ არგენტინელმა ტრავმა მოირჩინა და სამეფო თასის ნახევარფინალში მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ თამაში შეუძლია.

კატალონელთა მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ „კლასიკოსთვის“ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

ტერ შტეგენი, სემედუ, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, კოუტინიო, არტური, სუარესი, მესი, მალკომი, ლენგლე, მურილო, ჟორდი ალბა, ბოატენგი, სერხი რობერტო, ალენა, ვიდალი, ვერმაელენი, ინაკი პენია.

ჯერჯერობით უცნობია, ძირითად შემადგენლობაში იქნება თუ არა მესი. შეგახსენებთ, რომ არგენტინელმა ტრავმა „ვალენსიასთან“ შეხვედრაში მიიღო და მისი თამაში ამ დრომდე საეჭვო იყო.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა 6 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

0.143039