მიუნხენის „ბაიერნის“ მეკარე მანუელ ნოიერისთვის შესაძლოა მიმდინარე სეზონი დასრულდეს. Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ფეხბურთელის ხელის ტრავმა შესაძლოა იმაზე გაცილებით სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ.
გერმანელს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება და თუ პრობლემა დაუდგინდა, 90-100 დღით მოუწევს უქმობა. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში კი, ეს სეზონი მისთვის დასრულებული გამოვა.
შეგახსენებთ, რომ ნოიერი 2017-2018 წლებში პრაქტიკულად 12 თვის განმავლობაში ლაზარეთში იმყოფებოდა.