ფეხბურთი

18:51 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზივზივაძე "ტორპედოში" დაბრუნდა

ქუთაისის „ტორპედომ“ ბუდუ ზივზივაძის ტრანსფერი ოფიციალურად დაასტურა. როგორც იმერული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 1.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

აღსანიშნავია, რომ ზივზივაძე რამდენიმე დღეა, რაც „ტორპედოში“ ვარჯიშობს და დღეს, ბათუმის „დინამოსთან“ მოგებულ ამხანაგურ მატჩში (5:1) დუბლი შეასრულა.

ზივზივაძე აქამდე დანიური „ესბიერგის“ საკუთრებაში იყო, გასული სეზონი „დინამოში“ იჯარით გაატარა და ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (გიორგი გაბედავასთან ერთად).

მანამდე 24 წლის ფორვარდი „სამტრედიას“ ღირსებას იცავდა და ამ გუნდის შემადგენლობაშიც მოახერხა ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირობა. 2014-2015 წლების სეზონი კი, სწორედ „ტორპედოში“ გაატარა.

0.110038