ფეხბურთი

18:26 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბელგიაში აზარი საუკეთესოა

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი ბელგიის 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბელგიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელი გულშემატკივართა შორის გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, აზარმა 14 974 ხმა მიიღო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე აქსელ ვიტსელი (3 801 ხმა), ხოლო მესამეზე კევინ დე ბრუინი (2 005 ხმა) გავიდა.

მიმდინარე სეზონში აზარმა „ჩელსის“ რიგებში ყველა ტურნირის ჩათვლით 30 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 საგოლე პასი გააკეთა. მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე კი, ბელგიელმა 6 თამაშში 3 გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მიითვალა.

0.147029