ფეხბურთი

17:40 | 1.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მოემზადეთ - სამი "ელ კლასიკო" ერთ თვეში!

ესპანეთის სამეფო თასზე „ელ კლასიკო“ ნახევარფინალში შედგება. დღეს გამართული წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ 6 თებერვალს, „ბარსელონა“ „კამპ ნოუზე“ „რეალს“ დაუხვდება ნახევარფინალის პირველ შეხვედრაში.

საპასუხო მატჩი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 27 თებერვალს გაიმართება. საინტერესო ამ მატჩიდან სამ დღეში, მადრიდში კიდევ ერთი „ელ კლასიკო“ გაიმართება, ამჯერად ესპანელთის ლა ლიგის ეგიდით. მოკლედ, უახლოეს ერთ თვეში „ბარსა“ – „რეალის“ სამი დაპირისპირება შედგება.

აქვე გეტყვით, რომ სამეფო თასის მეორე ნახევარფინალში სევილიის „ბეტისი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114427