ფეხბურთი

3:44 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მაგდებურგის" მწვრთნელი ლორიაზე: "ჩვენთან ნორმალური კონკურენციაა"

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გერმანულ „მაგდებურგში“ დებიუტი ჰქონდა. მისმა გუნდმა მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში „აუე“ (1:0) დაამარცხა და ნანატრი გამარჯვება მოიპოვა (30 სექტემბრის შემდეგ პირველად).

ბევრი ელოდა, რომ „მაგდებურგის“ კარს ალექსანდერ ბრუნსტი დაიცავდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა მიხაელ ოენინგმა არჩევანი ლორიას სასარგებლოდ გააკეთა. ნამატჩევს გერმანელმა სპეციალისტმა ამ საკითხზე მოკლედ ისაუბრა:

„მე დავინახე მშვიდი მეკარე. ჩვენ კონკურენციის ნორმალური სტრუქტურა გვაქვს და ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს, რომ ბრუნსტის წინააღდეგი ვარ“, - განაცხადა ოენინგმა.

შეგახსენებთ, ლორია „მაგდებურგში“ 6-თვიანი კონტრაქტით გადავიდა. მის გუნდს 19 ტურის შემდეგ 14 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

0.134725