ფეხბურთი

1:55 | 30.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიის II ბუნდესლიგაში (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორიას გერმანულ „მაგდებურგში“ დებიუტი ჰქონდა. ამჯერად, ოფიციალურ შეხვედრაში.

გერმანიის II ბუნდესლიგა ზამთრის პაუზის შემდეგ განახლდა და „მაგდებურგმა“, სამი ქულის მოპოვება შეძლო მას შემდეგ, რაც საკუთარ მოედანზე ეცგებირგის „აუე“ 1:0 დაამარცხა (პირველი გამარჯვება 30 სექტემბრის შემდეგ).

გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. მართალია, ბევრი საქმე არ ჰქონია, თუმცა, მაინც სასიამოვნოა, რომ სადებიუტო შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა.

„მაგდებურგს“ აქამდე ჩატარებულ 18 მატჩში ერთადერთი გამარჯვება ჰქონდა და ამის ფონზე, დღევანდელი გამარჯვება კიდევ უფრო ფასობს. 19 თამაშში მოპოვებული 14 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
1.524963