ფეხბურთი

13:50 | 28.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინმა პენალტის შესრულებაზე უარი თქვა (+VIDEO)

ლონდონის „ჩელსიმ“ ინგლისის ასოციაციის თასზე „შეფილდ უენსდი“ (3:0) უპრობლემოდ დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ამ შეხვედრაში „არისტოკრატთა“ მაისურით პირველად ითამაშა გონსალო იგუაინმა.

არგენტინელი მინდორზე 82 წუთის განმავლობაში იყო, გოლი არ გაუტანია და არც განსაკუთრებულად კარგად უთამაშია. თუმცა, ყურადღება მაინც მიიქცია.

„პიპიტამ“ პენალტის დარტყმაზე უარი თქვა. 25-ე წუთზე, „ჩელსიმ“ თერთმეტმეტრიანის შესრულების უფლება მოიპოვა, ხოლო ბრაზილიელმა ვილიანმა არგენტინელ ფორვარდს შესთავაზა, რომ დაერტყა. მაგრამ იგუაინისგან უარი მიიღო. საბოლოოდ, ბურთთან ვილიანი მივიდა და გაიტანა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინი „ჩელსიში“ „იუვენტუსიდან“ იჯარის წესით თამაშობს.

0.118103