სხვა

11:55 | 26.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუ ჩიომარუსთან დამარცხდა (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-14 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მე-6 მარცხი განიცადა. გაგამარუს მეტოქე ჩიომარუ იყო, რომლის გამკლავებაც ჩვენებურმა ვერ მოახერხა და ჰატაკიკომის ილეთით დამარცხდა.

გამომდინარე იქიდან, რომ გაგამარუმ წლის პირველ სუპერტურნირზე დადებითი ბალანსი უკვე გაინაღდა, აღნიშნული მარცხი განსაკუთრებით არაფერს ცვლის.

ქართველ სუმოისტს 8 მოგების საპირისპიროდ 6 წაგება აქვს. აქვე გეტყვით, რომ ჰაცუ ბაშო ხვალ დასრულდება.

0.115293