ფეხბურთი

16:45 | 25.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: "არ მაინტერესებს რას ამბობს მწვრთნელი"

ლონდონის „ჩელსის“ ნახევარმცველი ედენ აზარი მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის მოსაზრებებს არ იზიარებს. ბელგიელის განცხადებით, მისთვის უმნიშვნელოა რას ამბობს მწვრთნელი.

აღნიშნული განცხადება აზარმა „ტოტენჰემთან“ მატჩის შემდეგ გააკეთა:

„სიმართლეს ვამბობ, არ მაინტერესებს, რას ამბობს მწვრთნელი. მე მხოლოდ ჩემი ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობ. კონცენტრირებული ვარ გუნდზე და ვფიქრობ, როგორ დავეხმარო გუნდს გამარჯვებაში“, - განაცხადა აზარმა.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარს ბოლო დროს აქტიურად უკავშირებენ მადრიდის „რეალს“. „ჩელსიმ“ კი გუშინ ინგლისის ლიგის თასზე „ტოტენჰემი“ პენალტების სერიაში დაამარცხა და ფინალში გავიდა.

0.113058