ფეხბურთი

16:37 | 24.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობი მიკელი ინგლისში დაბრუნდა

ნიგერიელი ფეხბურთელი ჯონ ობი მიკელი ინგლისში დაბრუნდა და კარიერას ჩემპიონშიფის ბინადარ „მიდლსბროში“ გააგრძელებს. როგორც ალბიონური გუნდის ვებვერდი იტყობინება, აფრიკელმა შუახაზელმა კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა.

ობი მიკელი „ბოროს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც ჩინური „ტიანჯინ ტედა“ დატოვა. ახალ გუნდში ნიგერიელი 2-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ჯონ ობილ მიკელს ინგლისში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, რადგან წლების განმავლობაში „ჩელსის“ ღირსებას იცავდა. „მიდლსბრო“ კი ჩემპიონშიფში 28 ტურის შემდეგ 47 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111841