სხვა

13:31 | 23.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს გამარჯვება ყველაზე პატარა სუმოისტთან (+VIDEO)

წლის პირველ სუპერტურნირზე თეიმურაზ ჯუღელმა კვლავ მოიგო. მე-11 საშეჯიბრო დღეს გაგამარუს შიკონათი ცნობილმა ქართველმა გოლიათმა, ჯურიოში მოასპარეზე ყველაზე მსუბუქი მეტოქე არ დაინდო.

ჩვენებურმა ენჰო დოჰიოს კიდესთან მიიყვანა და მისი დამარცხება არ გასჭირვებია. ამ გამარჯვების შემდეგ ჰაცუ ბაშოზე გაგამარუს 7 მოგების საპირისპიროდ 4 მარცხი დაუგროვდა. ქართველ სუმოისტს დარჩენილი 4 ორთაბრძოლიდან დადებითი ბალანსის გასანადღებლად მინიმუმ ერთის მოგება სჭირდება.

აქვე გეტყვით, რომ გაგამარუ ენჰოს დღემდე ერთხელ შეხვდა და წააგო, დღევანდელი მოგების შემდგომ კი ბალანსი გათანაბრდა.

თეგებიგაგამარუ
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117027