ფეხბურთი

18:00 | 22.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი კუცია "დილაში" ითამაშებს

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას გორის „დილაში“ გააგრძელებს. როგორც შიდა ქართლური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, კუცია „დილას“ ღირსებას 1-წლიანი საიჯარო ხელშეკრულებით დაიცავს.

19 წლის გიორგი კუცია „დინამოს“ აღზრდილია და მთავარ გუნდში დებიუტი 2016 წელს ჰქონდა. გასულ სეზონში ახალგაზრდა ნახევარმცველმა ეროვნულ ლიგაში 19 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113398