ფეხბურთი

16:24 | 21.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" ბოატენგს გაიფორმებს

კატალონიის „ბარსელონა“ ახლოსაა იტალიური „სასუოლოს“ შემტევის, კევინ პრინს ბოატენგის შეძენასთან. ესპანური გამოცემები საკმაოდ მოულოდნელი ინფორმაციას ავრცელებენ და წერენ, რომ ყველაფერი ოფიციალურად რამდენიმე საათში დადასტურდება.

ბოატენგი „ბარსაში“ იჯარის წესით გადავა შესაძლო გამოსყიდვის უფლებით. „ბლაუგრანა“ მუნირ ელ-ჰადადის შეცვლელს ეძებს, რომელიც „სევილიაში“ ცოტა ხნის წინ გადავიდა. როგორც ჩანს, განელი იდეალური კანდიდატია.

ბოატენგი მიმდინარე სეზონში „სასუოლოს“ ღირსებას იცავს. 31 წლის განელმა შემტევმა 15 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ბოატენგს „ჰერტაში“, „ტოტენჰემში“, „დორტმუნდში“, „პორტსმუთში“, „მილანში“, „შალკეში“, „ლას პალმასსა“ და „აინტრახტში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111927