სხვა

17:51 | 19.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გაგამარუს მესამე მარცხი (+VIDEO)

ჰაცუ ბაშოს მე-7 საშეჯიბრო დღეს ქართველმა სუმოისტმა თეიმურაზ ჯუღელმა მესამე მარცხი განიცადა. გაგამარუს მეტოქე ტობიზარუ იყო, რომელმაც ჩვენებური ჰატაკიკომის ილეთით დაამარცხა.

მიმდინარე ბაშოზე ქართველ სუმოისტს 4 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი დაუგროვდა და დადებითი ბალანსის გასანაღდებლად დარჩენილი ორთაბრძოლებიდან მინიმუმ 4 უნდა მოიგოს.

გაგამარუს მომდევნო მეტოქე არავაში იქნება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი აქვს - 6 მარცხი და არცერთი მოგება.

თეგებიგაგამარუ
0.111552