ფეხბურთი

16:42 | 18.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიამ "ურალი" დატოვა

გიორგი ჭანტურიამ „ურალი“ დატოვა. როგორც რუსული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყდა.

„ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ჭანტურიამ ჩვენი გუნდი დატოვა. სამწუხაროდ, ორმა სერიოზულმა დაზიანებამ მას მეტის გაკეთების საშუალება არ მისცა. მადლობას ვუხდით გიორგის გუნდში გაწეული პერიოდისთვის, სამუშაოსთვის და მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებთ, ჯანმრთელობის პრობლემების გარეშე“, - ნათქვამია ეკატერინბურგელთა განცხადებაში.

25 წლის გიორგი ჭანტურია „ურალს“ 2016 წელს „დუისბურგიდან“ შეუერთდა. ამ ხნის განმავლობაში ქართველმა შემტევმა რუსული გუნდის ღირსება ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 32-ჯერ დაიცვა და 7 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდი ქართველი ფეხბურთელისთვის უიღბლო გამოდგა, რადგან ორი მძიმე ტრავმა გადაიტანა და 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ არ უთამაშია.

0.147265