ფეხბურთი

18:05 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას სადებიუტო გოლი პოლონეთში (+VIDEO)

პოლონური „გორნიკის“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და გოლის გატანაც მოახერხა ვაკო გვილიამ. პოლონელებმა სპარინგში კვიპროსული „ანაგენისი“ 8:0 გააცამტვერეს, ხოლო გვილიამ 28-ე წუთზე გამოიჩინა თავი და იმ დროისთვის ანგარიში 5:0 გახადა.

შეგახსენებთ, რომ ვაკო გვილია „გორნიკს“ შვეიცარიული „ლუცერნიდან“ ცოტა ხნის წინ შეუერთდა და მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

0.112158