ფეხბურთი

17:31 | 17.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

მუსა დემბელე ჩინეთში გადავიდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ბელგიელი ნახევარმცველი მუსა დემბელე კარიერას ჩინეთის სუპერლიგაში გააგრძელებს. დემბელემ „გუანჯოუსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო ინგლისურმა გუნდმა 12.5 მილიონი ევრო მიიღო.

აღნიშნული ინფორმაცია ლონდონური გუნდის ვბეგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

მუსა დემბელე ინგლისის პრემიერლიგაში 2010 წელს გამოჩნდა, როდესაც „ფულჰემის“ მაისური მოირგო. „ტოტენჰემში“ კი 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112272